მოძებნე შენი მანქანა ⬇️
სანამ უშუალოდ შენი მანქანის ვიდეოს მოძებნი, ზოგად ინსტრუქციას გავეცნოთ, რომელიც ყველა მანქანისთვის ერთია !
📢
1. ჯერ ყოველთვის უნდა ჩავრთოთ პულტი და შემდეგ უნდა ჩავრთოთ მანქანა. ასე მანქანის მიმღები ბევრად უფრო ზუსტად და მარტივად იღებს სიგნალს რადიოსგან ( ე.წ. პულტისგან )
თუ მანქანა თავისით მიდის წინ ან უკან ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც სხვა სიხშირეს იჭერს და იქიდან იღებს სიგნალს.
ამ შემთხვევაში უბრალოდ გამორთვა როგორც მანქანის ისე პულტის და შემდეგ სწორი თანმიმდევრობით ჩართვა ამ პრობლემას, შემთხვევების 99% - ში გადაჭრის !
⚠️
2. არასდროს დატოვოთ მანქანის ელემენტი შეერთებული უყურადღებოდ ( არც დღე და არც ღამე ). ამ დროს შეიძლება მოხდეს ელემენტის გადატენვა, რაც საკმაოდ სახიფათოა გარკვეულ შემთხვებში.
ასევე მცირდება ელემენტის ჯანმრთელობა და დროთა განმავლობაში ძალიან სწრაფად დაიწყებს "დაჯდომას"
🚨
3. მანქანის გამოყენების შემდეგ - არასდროს დატოვოთ ელემენტი მანქანასთანთან დაკავშირებული/შეერთებული!
პირველრიგში უსაფრთხოების გამო ! ასევე გაიზრდება მანქანის და ელემენტის გამძლეობა!
🚫👶
4. ნებისმიერი მანქანის გამოყენება აკრძალულია 3-4 წლამდე ბავშვებისთვის !
მანქანებს აქვს პატარა ნაწილები რომელიც შეიძლება ბავშვა გადაყლაპოს !