Race X Georgia
1/24 BMW M3 Coupe RC Drift Car ( 4WD Custom )
1/24 BMW M3 Coupe RC Drift Car ( 4WD Custom )
თუ რამე განსხვავებულს ეძებ, ისეთს შენ გარდა არავის, რომ არ ეყოლება.. ამ მანქანას ჩვენ აგიწყობთ ! 🔥
✔ კვადრო (ბევრად მარტივია ტარება ) 🏎️💨
✔ სრულად რეგულირებადი ბორბლის დახრილობა (წინ და უკან)🔝
✔ თავიდან ბოლომდე ჩვენი აწყობილია ( იაპონური შასი, ბრაშლეს ელექტროობა ) 💥
ზომა - 21 / 9 / 7სმ ( სიგრძე / სიგანე / სიმაღლე )
პროფესიონალური, მაღალი კლასის ელექტროობით და საკოლექციო რკინის კორპუსით = მეტი რეალიზმი ! 🔥🔝
აწყობის ვადები მერყეობს 2-4 კვირამდე ( დამოკიდებულია შეკვეთების რაოდენობაზე! შეკვეთამდე დაგვიკავშირდით ნომერზე ან სოციალურ ქსელში! ) ✅
Couldn't load pickup availability
SKU:
ტექნიკური მახასიათებლები
ტექნიკური მახასიათებლები
ბრენდი: Race X Georgia
მოდელი: M3 COUPE
პროდუქტის ტიპი: დისტანციურად მართვადი დრიფტ მანქანა
მასშტაბი: 1:24
წამყვანი სისტემა: 4WD / კვადრო
მართვის სიხშირე: 2.4 GHz
მართვის დისტანცია: დაახლოებით 50 მ-მდე
მაქსიმალური სიჩქარე: დაახლოებით 20–25 კმ/სთ-მდე
კორპუსის მასალა: საკოლექციო რკინის კორპუსი
ზომები: დაახლოებით 21 × 9 × 7 სმ
ფუნქციები: წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ მოძრაობა და დრიფტი
დამატებითი ფუნქციები: მაღალი კლასის რადიო ( ე.წ. პულტი ), იაპონური შასი, ბრაშლეს ელექტროობა, ცალკე გამოყოფილი რესივერით. Სრულად რეგულირებადი როგორც წინ, ისე უკან. Ასევე შეგიძლია, შასის სიგრძე სხვადასხვა კორპუსებს შეუსაბამო.
შეფუთვა და ბატარეია
შეფუთვა და ბატარეია
ბატარეა: 7.4 V 500 mAh დატენვადი ლიპო ბატარეა
მუშაობის დრო: დაახლოებით 20–30 წუთი, გამოყენების პირობების მიხედვით
დამუხტვა: USB დამტენი კაბელით
დამუხტვის დრო: დაახლოებით 90 წუთი
კომპლექტაციაში შედის:
RC ავტომობილი
2.4 GHz დისტანციური მართვის რადიო / ე.წ. პულტი
7.4 V 500 mAh დატენვადი ბატარეა ( ლიპო 2 სელიანი )
USB დამტენი კაბელი
ხრახნდამჭერი / მცირე ხელსაწყო
უსაფრთხოება და გამოყენება
უსაფრთხოება და გამოყენება
ასაკობრივი შეზღუდვა: პროდუქტი არ არის განკუთვნილი 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან შეიცავს მცირე ზომის ნაწილებს და დეტალებს, რომლებიც შეიძლება ბავშვმა გადაყლაპოს ან მიიყენოს სხვა დაზიანება.
3 წლამდე ასაკის ბავშვი არ უნდა დარჩეს ავტომობილთან ან მის აქსესუარებთან ზრდასრულის ზედამხედველობის გარეშე.
არასრულწლოვნებისთვის რეკომენდებულია ავტომობილის პირველი გამოყენება ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ, რათა სწორად გაეცნონ მართვას, ფუნქციებსა და უსაფრთხო გამოყენების წესებს.
გამოყენების უსაფრთხოება:
არ გამოიყენოთ ავტომობილი საავტომობილო გზაზე ან მოძრავ ტრანსპორტთან ახლოს.
გამოიყენეთ უსაფრთხო და თავისუფალ სივრცეში.
მოერიდეთ ძლიერ დარტყმებს, წყალსა და ისეთ გარემოს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ავტომობილის ელექტროობა.
გამოყენების შემდეგ გამორთეთ ავტომობილი და გამოაერთეთ ბატარეა მანქანიდან.
ბატარეიის გამოყენება და დამუხტვა:
პირველი გამოყენების წინ რეკომენდებულია ბატარეის სრულად დამუხტვა.
ბატარეა დატენეთ მხოლოდ კომპლექტაციაში არსებული შესაბამისი USB დამტენი კაბელით.
დამუხტვისას ბატარეა არ დატოვოთ უყურადღებოდ.
არ დატოვოთ ბატარეა დასამუხტად მთელი ღამის განმავლობაში.
არ გადაამეტოთ დამუხტვის დროს, რადგან ზედმეტმა დამუხტვამ შეიძლება შეამციროს ბატარეის მუშაობის რესურსი.
გამოყენების დასრულების შემდეგ გათიშეთ ბატარეა ავტომობილიდან და არ დატოვოთ იგი შეერთებულ მდგომარეობაში.
თუ ბატარეას ან დამტენ კაბელს აქვს ხილული დაზიანება, შეწყვიტეთ მისი გამოყენება.
Collapsible content
ხარისხის შემოწმება და გარანტია
ყველა ავტომობილი გაგზავნამდე გადის ფუნქციურ შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროდუქტი გამართულად მუშაობს.
თუ მიღებულ პროდუქტს აღმოაჩნდება ქარხნული ან ფუნქციური ხარვეზი, დაგვიკავშირდით. პროდუქტს დავიბრუნებთ და შევამოწმებთ.
ხარვეზის დადასტურების შემთხვევაში, თქვენი სურვილის მიხედვით:
- შეგიცვლით პროდუქტს ახლით; ან
- სრულად დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას.
დეფექტური პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებულ მიწოდების ხარჯს სრულად ფარავს Race X Georgia.