Skip to product information
1 of 9

Race X Georgia

1:24 GTR R35 RC Drift Car ( Limited Edition )

1:24 GTR R35 RC Drift Car ( Limited Edition )

Regular price 159.99 GEL
Regular price 159.99 GEL Sale price 159.99 GEL
Sale Sold out
Taxes included. Shipping calculated at checkout.
  • ყველაზე იაფი RC მანქანა რომელსაც დრიფტი შეუძლია, თან ისე რომ კარგად გაერთობი ! 🔥( გაძლიერებული ახალი ვერსია !!! )

  • ✔  იდეალური ზომა სახლისთვის 🏡 
  • რეგულირებადი სისწრაფე ( პროპორციული ) 🏎️💨
  •  ელემენტი რომელიც არ ჯდება ! ( 20+ წუთი )🔋
  • ზომა - 21 / 9 / 6.5 სმ ( სიგრძე / სიგანე / სიმაღლე )
  • რეკომენდირებულია ბავშვებისთვის და დამწყებებისთვის ! ხათქუნსაც გადაურჩება ( გამძლე - PVC კარკასი ) ✅

SKU:

ტექნიკური მახასიათებლები

ბრენდი: -
მოდელი: S815
პროდუქტის ტიპი: დისტანციურად მართვადი დრიფტ მანქანა
მასშტაბი: 1:24
წარმოების ქვეყანა: ჩინეთი
წამყვანი სისტემა: 4WD / კვადრო
მართვის სიხშირე: 2.4 GHz
მართვის დისტანცია: დაახლოებით 50 მ-მდე
მაქსიმალური სიჩქარე: დაახლოებით 20–25 კმ/სთ-მდე
კორპუსის მასალა: პლასტმასი / ABS
ზომები: დაახლოებით 19 × 9 × 6.5 სმ
ფუნქციები: წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ მოძრაობა და დრიფტი
დამატებითი ფუნქციები: LED განათება, 2 სიჩქარის რეჟიმი, შეცვლადი სარბოლო და სადრიფტაო საბურავები
მწარმოებელი: WO HUA TOYS FACTORY

შეფუთვა და ბატარეია

ბატარეა: 7.4 V 500 mAh დატენვადი ბატარეა
მუშაობის დრო: დაახლოებით 20–30 წუთი, გამოყენების პირობების მიხედვით
დამუხტვა: USB დამტენი კაბელით

კომპლექტაციაში შედის:

RC ავტომობილი
დისტანციური მართვის რადიო / ე.წ. პულტი
დატენვადი ბატარეა
USB დამტენი კაბელი
სარბოლო და სადრიფტაო საბურავების კომპლექტი
საბურავების შესაცვლელი ხელსაწყო

უსაფრთხოება და გამოყენება

ასაკობრივი შეზღუდვა: პროდუქტი არ არის განკუთვნილი 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან შეიცავს მცირე ზომის ნაწილებს და დეტალებს, რომლებიც შეიძლება ბავშვმა გადაყლაპოს ან მიიყენოს სხვა დაზიანება.

3 წლამდე ასაკის ბავშვი არ უნდა დარჩეს ავტომობილთან ან მის აქსესუარებთან ზრდასრულის ზედამხედველობის გარეშე.

არასრულწლოვნებისთვის რეკომენდებულია ავტომობილის პირველი გამოყენება ზრდასრულის ზედამხედველობის ქვეშ, რათა სწორად გაეცნონ მართვას, ფუნქციებსა და უსაფრთხო გამოყენების წესებს.

გამოყენების უსაფრთხოება:

არ გამოიყენოთ ავტომობილი საავტომობილო გზაზე ან მოძრავ ტრანსპორტთან ახლოს.

გამოიყენეთ უსაფრთხო და თავისუფალ სივრცეში.

მოერიდეთ ძლიერ დარტყმებს, წყალსა და ისეთ გარემოს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ავტომობილის ელექტროობა.

გამოყენების შემდეგ გამორთეთ ავტომობილი და გამოაერთეთ ბატარეა მანქანიდან.

ბატარეიის გამოყენება და დამუხტვა:

პირველი გამოყენების წინ რეკომენდებულია ბატარეის სრულად დამუხტვა.

ბატარეა დატენეთ მხოლოდ კომპლექტაციაში არსებული შესაბამისი USB დამტენი კაბელით.

დამუხტვისას ბატარეა არ დატოვოთ უყურადღებოდ.

არ დატოვოთ ბატარეა დასამუხტად მთელი ღამის განმავლობაში.

არ გადაამეტოთ დამუხტვის დროს, რადგან ზედმეტმა დამუხტვამ შეიძლება შეამციროს ბატარეის მუშაობის რესურსი.

გამოყენების დასრულების შემდეგ გათიშეთ ბატარეა ავტომობილიდან და არ დატოვოთ იგი შეერთებულ მდგომარეობაში.

თუ ბატარეას ან დამტენ კაბელს აქვს ხილული დაზიანება, შეწყვიტეთ მისი გამოყენება.

View full details

Collapsible content

ხარისხის შემოწმება და გარანტია

ყველა ავტომობილი გაგზავნამდე გადის ფუნქციურ შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროდუქტი გამართულად მუშაობს.

თუ მიღებულ პროდუქტს აღმოაჩნდება ქარხნული ან ფუნქციური ხარვეზი, დაგვიკავშირდით. პროდუქტს დავიბრუნებთ და შევამოწმებთ.

ხარვეზის დადასტურების შემთხვევაში, თქვენი სურვილის მიხედვით:

  • შეგიცვლით პროდუქტს ახლით; ან
  • სრულად დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას.

დეფექტური პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებულ მიწოდების ხარჯს სრულად ფარავს Race X Georgia.

  • მარაგი და მიწოდება:


    თუ პროდუქტის შეძენა ვებგვერდზე შესაძლებელია, იგი უკვე იმყოფება საქართველოში და მარაგშია.

  • კურიერთან თანხას გადავიხდი?

    რათქმაუნდა შეგიძლია, მხოლოდ მოგვწერე ინსტაგრამზე (@racex_georgia) ან მაილზე (shop@racexgeorgia.com) და შეკვეთის გაფორმებაში ჩვენ დაგეხმარებით !

  • რამდენ ხანში მივიღებ ნივთს?

    ჩვენი მანქანები შეკვეთიდან 1-3 სამუშაო დღეში იქნება თქვენთან!